აშშ-ში დააკავეს სამხედრო, რომელსაც ბრალად ედება სთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო, რომელიც ტეხასში 6 აგვისტოს დააკავეს, ცდილობდა სთვის გადაეცა კონფიდენციალური ინფორმაცია ამერიკის შეიარაღებული ძალების ტანკების, M1A2 Abrams-ის შესახებ.
ფედერალური საგამოძიებო ბიუროს კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის თანაშემწის, რომან როჟავსკის განცხადებით, ტეილორ ლი ცდილობდა რუსეთის მოქალაქეობის მიღების სანაცვლოდ ამერიკული ტანკების სავარაუდო დაუცველ ადგილებთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაცია გადაეცა პირისთვის, რომელსაც რუსეთის დაზვერვის ოფიცრად მიიჩნევდა.
ტეილორ ადამ ლი ფორტ-ბლისში დისლოცირებული ნაწილის სამხედრო მოსამსახურეა და წვდომა ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციაზე.
· Abrams-ი ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ძირითადი საბრძოლო ტანკია. სახმელეთო ომის წარმოებისთვის შექმნილი მესამე თაობის Abrams-ი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტანკია.
· ში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის არმიას Abrams-ები გადასცეს შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოებმა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩო ახალაია პროკურორს – ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ – ტერორისტია, ვინც მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა, მე ტერორისტებთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ

ბაჩო ახალაია პროკურორს – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ – ტერორისტია ის, ვინც ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა და ვინც ჩემი ცოლ-შვილი მძევლად აიყვანა – ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი