: სწორედ ასეთი ისტორიების გამო ჩასვეს რომა შამათავა ციხეში 12 წლით რუსქოცებმა

ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, :
კი, მე შევარქვი ‘ქართველი პიტერ ქვინი' ბევრი წლის წინ, რადგან ასე უფრო ადვილად გაიგებდა ხალხი, რა კაცი დაიჭირეს ქოცებმა რუსების დავალებით.
რომა შამათავასნაირ იდეალისტ, სამშობლოზე ფანატიკურად შეყვარებულ, კარგი გაგებით თავზეხელაღებულ მეომარს ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფო ინატრებდა. ოკუპირებული ქვეყნისთვის კი ასმაგად უფრო ძვირფასი და ხელის გულზე სატარებელია ასეთი საამაყო ჯარისკაცი.
სანამ რომა თავისუფალი იყო, შიშის ზარს სცემდა ქართველების მკვლელებს, ქართველთა გენოციდში გარეულ პირუტყვებსა და რუს ოკუპანტებს გალსა და ოჩამჩირეში.
რომა რომ გარეთ ყოფილიყო, გიგა ოთხოზორია დღეს ცოცხალი იქნებოდა, რადგან მისი მკვლელი, რაშიდ კანჯი ოღლი, ენგურის ხიდთან მოახლოებას ვერ გაბედავდა. ხოლო თუ გაბედავდა, დიდი ხნის გაგზავნილი იქნებოდა იქ, სადაც მისი ადგილია.
კაცი, რომელმაც სოხუმის ციხიდან გამოიხსნა და ენგურს აქეთ გადმოიყვანა მტრის მიერ დატყვევებული მამა იონა.
სწორედ ასეთი ისტორიების გამო ჩასვეს რომა შამათავა ციხეში 12 წლით რუსქოცებმა.
სამაგიეროდ, ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთანავე ციხეებიდან გამოუშვეს წინა (ეროვნული) ხელისუფლების მიერ დაჭერილი რუსი ეფესბეშნიკები, ტერორისტები და სეპარატისტები. და უბრალოდ კი არ გამოუშვეს – “პოლიტპატიმრის” შარავანდედი დაადგეს და ისე (ბესელიამ განსაკუთრებით ბევრი იბრძოლა ამისთვის).
იმის მეათედი არ იცის ხალხმა, რა გმირობებიც აქვს მას ჩადენილი. რომ გაიგებენ, რომა შამათავაზე ფილმებს გადაიღებენ. წიგნებს დაწერენ. ლეგენდებს შეთხზავენ.
რომას გაუმარჯოს! და იმ თავმოყვარე საქართველოს გაუმარჯოს, რომელიც რომას დააფასებს და რომას საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა