ნათია მეგრელიშვილი: ფორმულაზე საუბრობდა ფსიქიატრი, რომელმაც ძალიან უცნაური განცხადება გააკეთა ნაზი შამანაურზე…

პუბლიცისტი ნათია მეგრელიშვილი:
ფორმულაზე საუბრობდა ფსიქიატრი, რომელმაც ძალიან უცნაური განცხადება გააკეთა ნაზი შამანაურზე: “შამანაური ავადმყოფობდა 70-80იან წლებში და გარდაიცვალა პერიტონიტით რესპუბლიკურ საავადმყოფოში. საქართველოში არ არსებობდა კარატელნაია ფსიხიატრია…”
მომიტევეთ მაგრამ თუ ის ქირურგიული ჩარევის შემდეგ გარდაიცვალა ორგანული დაავადებით, მაშინ რატომ დაიბეჭდა ქართულ პრესაში, მათ შორის გაზეთ “სოფლის ცხოვრებაში” სტატია ნაზის გარდაცვალების შესახებ, რომელსაც ხელს აწერდა არა ქირურგი ან რესპუბლიკურის ხელმძღვანელობა, არამედ ფსიქიატრი ავლიპ ზურაბაშვილი და აბელ მამარდაშვილი?..საკმაოდ ახალგაზრდები ვიყავით და ორი შეკითხვა გაგვიჩნდა-რატომ დაიბეჭდა “სოფლის ცხოვრებაში” და რატომ გვამცნეს ფსიქიატრებმა დიაგნოზი “ნაწლავების გადახლართვა”?..(ეს გაზეთი არსებობს საჯარო ბიბლიოთეკაში). კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, მაგრამ ძალიან ყურადღებიანები.
მეორე შეკითხვა-თუ მთელი 70-80-იანი წლების განმავლობაში აქტუალური იყო მისი “სნეულება”, რატომ მოხვდა საავადმყოფოში მხოლოდ მას შემდეგ რაც შევარდნაძეს დაუპირისპირდა დუშეთში?..ჩვენ თბილისში მისი საჯარო გამოსვლის შესახებ იმავე დღეს გავიგეთ და ძალიან მალე იგი აღმოჩნდა ფსიქიატრიულში სადაც ზუსტად იმ დროს შევარდნაძის კიდევ ერთი “პაციენტი”(ძალიან ნიჭიერი ადამიანი) იმყოფებოდა სერიოზულ მედიკამენტოზურ შოკში. საიდან ვიცოდით? ….”პაციენტის ოჯახიდან.
და მესამე რატომ ასახელებს ფორმულას სტუმარი ნაზის გარდაცვალების თარიღს 1989 წელს??…..თავიდან ვიფიქრე რომ მექანიკური შეცდომა იყო, მაგრამ მეორედაც გაიმეორა 1989……ვისაც გახსოვთ ეს ისტორია 1989 წელს ნაზი უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო მეგობრებო.
მე მესმის პროფესიული და კოლეგიალური პატრიოტიზმი, მაგრამ ჩემი თაობის მეხსიერება ჯერ ანტიკურ ეპოქას არ ეკუთვნის!