2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 31 ივლისის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 18.2 ათასი ტონა თხილი, რომლის უდიდესი ნაწილი ევროკავშირის ბაზარზე გავიდა – სამინისტრო
2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 31 ივლისის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 18.2 ათასი ტონა თხილი, რომლის უდიდესი ნაწილი ევროკავშირის ბაზარზე გავიდა – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„ექსპორტის საერთო ღირებულებამ 119.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა 25%-ით (3.6 ათასი ტონით), ხოლო საექსპორტო ღირებულება – 45%-ით (36.9 მილიონი აშშ დოლარით) გაიზარდა.
აღნიშნულ პერიოდში 1 კილოგრამი თხილის საშუალო საექსპორტო ფასი შეადგენდა 6.59 აშშ დოლარს, რაც 16%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, განსაკუთრებით შემდეგ ქვეყნებში: იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და სხვ.
გარდა ევროკავშირის ქვეყნებისა, თხილის ექსპორტი ასევე განხორციელდა სომხეთში, ისრაელში, თურქეთში, ჩინეთში, მაროკოში, რუსეთსა და ალჟირში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
