ყველას მინდა ვთხოვო, გაასწორონ ფოკუსი და გაიხსენონ, ვინ არის ამ ქვეყნის მტერი – განურჩევლად იმისა, თუ ბრძოლის ვის რა ტაქტიკა გვაქვს, გავერთიანდეთ და დავდგეთ ერთად,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მას მოქალაქეები დაუპირისპირდნენ.
აქციის მონაწილეების პროტესტის მიზეზი, მათივე განცხადებით, თვითმმართველოის არჩევნებში „ლელოს“ მონაწილეობა გახდა.
გეგელიას განცხადებით კი, ძირითადი მიზანი ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებაა.
