“ამიტომ ვარ ოპოზიციაზე ასე გაბრაზებული” – გიორგი ფხაკაძე

ჩემი პოზიცია, როგორც მოქალაქის
ძალიან ბევრმა მკითხა, რატომ ვარ ასე გაბრაზებული. გიპასუხებთ ღიად და პირდაპირ: ეს ადამიანები, რომლებიც თავს გვაჩვენებდნენ ქვეყნის გადამრჩენელებად — თითქოს ინვესტიციებს მოიზიდავდნენ, ეკონომიკას აამუშავებდნენ, პორტს ააშენებდნენ და საქმისთვის იბრძოდნენ — საბოლოოდ ყველა დანარჩენს დაემსგავსნენ. და სწორედ ეს მაღიზიანებს ყველაზე მეტად. მე არ ვსაუბრობ ხელისუფლებაზე. მე ვსაუბრობ ოპოზიციაზე — იმ ხალხზე, ვინც უნდა ყოფილიყო ალტერნატივა. სინამდვილეში კი სწორედ მათ დაანგრიეს ოპოზიციურობის იდეა საქართველოში. ისინი არ შეეწინააღმდეგნენ უსამართლობას, კორუფციას — პირიქით, ჩაერთნენ იმავე თამი და ცხადად გვაჩვენეს, რომ არანაირი ცვლილება არც სურთ და არც შეუძლიათ. შედეგი? სრული ნიჰილიზმი, გულგატეხილობა და უნდობლობა საზოგადოებაში. როცა მოქალაქეს აღარ ჰყავს ძალა, რომელსაც შეიძლება ენდოს — ეს უკვე პოლიტიკური კრახია. ამიტომ ვარ გაბრაზებული. რადგან მათ კი არ შექმნეს ალტერნატივა — მათ გაანადგურეს ალტერნატივის შესაძლებლობა. დღეს, რომ ჩატარდეს, “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს — ამისთვის არც გაყალბება დასჭირდებათ და არც “ადმინისტრაციული რესურსი”. ეს ოპოზიციის დამსახურებაა — არავის სხვა. მე მინდა, ჩემს ქვეყანაში იყოს კონსტრუქციული, პროფესიონალი და ძლიერი ოპოზიცია. და არა ეს, რაც ახლა გვაქვს.
ამით მორჩა ჩემი პოლიტიკური „გადახვევა”