“საქართველოს ევროპული ორბიტის” აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში გიორგი ახობაძის გათავისუფლებას ეხმიანება და წერს:
რა მიზეზები და მოტივაციაც არ უნდა იყოს ახობაძის გამამართლებელი განაჩენის უკან, ეს გადაწყვეტილება არის სწორი! აქვე, არ დაგვავიწყდეს, რომ ამავე ბრალდებით, ანალოგიური გარემოებებით, მტკიცებულებების გარეშე კიდევ 5 აქტივისტია განაჩენის მოლოდინში, მათგან ერთი ქალია,”
ცნობისთვის, სასამართლომ სინდისის პატიმარი, გიორგი ახობაძე გაამაართლა. ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. გამოძიება ექიმს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავებოდა.
