თავდაცვის სამინისტროზ ყოფილი თანამშრომელი, საზოგადოებრივი მოძრაობა “ფარის“ თანადამფუძნებელი, პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე:
აზერბაიჯანი საბოლოოდ ჩაეწერა რუსეთის მტრებში. ბაქოში, უკრაინისთვის, დაიწყო 122 მმ და 152 მმ საარტილერიო ჭურვების წარმოება. უკრაინისათვის ამ ტიპის ჭურვების მიწოდება მოხსნის არსებულ დეფიციტს და მნიშვნელოვნად გაართულებს რუსეთის მდგომარეობას ფრონტზე. აქამდე უკრაინელები იძულებული იყვნენ დაეზოგათ საბრძოლო მასალა, რომელიც ყველაზე მასობრივად უნდა ყოფილიყო გამოყენებული.
რუსეთთან ვითარება დაეძაბება ოცნებასთან, რომელიც ძალიან რთული არჩევანის წინაშე დადგება. ალიევი საქმიანი კაცია და მან იცის როგორ უმტროს რუსეთს და მან ისიც იცის, რომ ამ მტრობაში ოცნებაც უნდა ჩაერთოს, რომელიც ფულს იმაზე აკეთებს, რომ საქართველოს კუთვნილ აზერბაიჯანულ გაზს ყიდის და რუსულს ყიდულობს ( ფაქტიურად რუსეთს ეხმარება გარკვეული მოცულობის გაზის გაყიდვაში ).
ერთია როცა გლობალურ ომის პარტიას ებრძვი ვაჟკაცურად და დარწმუნებული ხარ ხელს არ შემოგიბრუნებს, მეორეა, როცა საკუთარ ფინანსურ სქემებში ეხლართები და პარტნიორი პასუხს გთხოვს.
პ.ს. ოცნებამ რომ იცოდეს, არც ის არის ლამაზი, საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სპეცსამსახურები რომ დათარეშობენ და საქართველოს მეზობლებთან სამტროდ რომ იყენებენ. მეზობლები იქეთ იყვნენ, ისინი საქართველოში მაცხოვრებელ რუსებთანაც მუშაობენ, ისინი მთლიანად მათ გავლენის ქვეშ არიან, იმიტომ რომ ქართული სპეცსამსახურები არ იცავენ მათ. შესაბამისად ოცნების მოღალატეობრივი გულგრილობის გამო, საქართველოში ჩამოყალიბდა და ძლიერდება ქზრთული რუსულეროვანი მე-5 კოლონა. არავინ მოგითმენთ ამას, არ არის ეგ საბავშო თამაში, რეგიონისთვის ქმნით საფრთხეს, არა მხოლოდ საქართველოსთვის.
მოგხედავთ მალე.