ბრიტანეთში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა

ბრიტანეთის უდიდესი მდინარეები ძლიერი წვიმების შემდეგ ადიდებულია. მთავრობამ 300-მდე გაფრთხილება გამოაქვეყნა შესაძლო დატბორვის შესახებ. შეზღუდულია გადააადგილება და უკვე დაფიქსირებულია 1000-მდე სახლის დაზიანება.
ბოლო კვირების განმავლობაში შტორმებს ხანგრძლივი, გადაუღებელი წვიმა მოჰყვვა, რამაც უკვე ადიდებული მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია როგორც ინგლისში, ისე – უელსში. ბოლო დღეებში არაერთი ტერიტორია დაიტბორა ევროპის სხვა ნაწილებშიც.
მდინარე ტრენტი ცენტრალურ ინგლისში ნაპირებზე გადმოვიდა. ლონდონის სახანძრო სამსახურმა განაცხადა, რომ მას 50-მდე ადამიანის უსაფრთხო ადგილას გაყვანა დასჭირდა.
წვიმა პარასკევსაც გრძელდება, თუმცა ნაკლები ინტენსივობით, მომდევნო დღეებში უკვე შედარებით მშრალ ამინდს ელოდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო