„მტკიცე სული 2025“ დასრულდა

მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული 2025“ დასრულდა. ოფიციალური დახურვის ცერემონია ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე გაიმართა. სწავლებაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ და -ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გაერთიანებული შტაბის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა კრის მარშალმა. სიტყვით გამომსვლელებმა მონაწილეებს სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცეს და მრავალეროვნული სწავლებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დახურვის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალებისა და -ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
სიტყვის მიმართვების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სწავლებაში მონაწილე ტექნიკაც.
მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული 2025“ (Agile Spirit 2025) საქართველოში მეთორმეტედ ჩატარდა. Agile Spirit 2025-ს ერთობლივად ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია. Agile Spirit 2025-ში საქართველოს, აშშ-ის, თურქეთის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, კიდევ რვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. სწავლებაში ასევე, ჩართული იყო 2 მრავალეროვნული ქვედანაყოფი. წვრთნების მიმდინარეობას ორი სახელმწიფოს წარმომადგენლები დააკვირდნენ.
Agile Spirit 2025 მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალებს შორის მზადყოფნის დონის ამაღლებას, ურთიერთთავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა