ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სერბთა რესპუბლიკის ლიდერს, მილორად დოდიკს მანდატი შეუჩერა

ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სერბთა რესპუბლიკის ლიდერს, მილორად დოდიკს მანდატი შეუჩერა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სერბთა რესპუბლიკის ლიდერის, მილორად დოდიკისთვის მანდატის შეჩერებას ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მხარი ერთხმად დაუჭირა.
ბოსნია და ჰერცეგოვინას ს ცნობით, გადაწყვეტილება საბოლოო სააპელაციო ვადის ამოწურვის შემდეგ გახდება, რასაც, შესაძლოა, რამდენიმე თვე დასჭირდეს.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ბოსნია და ჰერცეგოვინას სააპელაციო სასამართლომ ქვეყნის სახელმწიფო სასამართლოს გადაწყვეტილება დაადასტურა, რომლითაც მილორად დოდიკს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
დოდიკმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღიარებს.
თებერვალში, მილორად დოდიკი სახელმწიფო სასამართლომ კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში დამნაშავედ ცნო, კერძოდ, ბოსნიაში საერთაშორისო თანამეგობრობის უმაღლესი წარმომადგენლის, კრისტიან შმიდტის გადაწყვეტილებების დაუმორჩილებლობის გამო. სასამართლომ დოდიკს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ექვსი წლით პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აუკრძალა.