ანტიკორუფციული ბიურო მამუკა ხაზარაძის ქონებრივ დეკლარაციას ამოწმებს

ანტიკორუფციული ბიურო იწყებს “ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, , მამუკა ხაზარაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგს — ამის შესახებ უწყება საზოგადოებრივ ინტერესზე დაყრდნობით ოფიციალურად იტყობინება.
მონიტორინგის მიზანია დადგინდეს, შეესაბამება თუ არა დეკლარაციაში მითითებული მონაცემები კანონით დადგენილ სტანდარტებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და ამ ქონებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს.
უწყების ინფორმაციით, განსაკუთრებული ინტერესის საგანია შეთანხმება, რომელიც ხაზარაძის ოჯახის წევრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან გააფორმა და რომელიც დეკლარაციაში არ აისახა. ბიურო სწავლობს, იყო თუ არა ეს გამოტოვება მიზანმიმართული, ხომ არ იმალებოდა ამ გზით შემოსავალი და რამდენად შეესაბამება ქმედება დეკლარირების ვალდებულებებს.
ამასთან, ბიურო აგრძელებს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგსაც.
ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებით, საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება დამატებითი ინფორმაცია მონიტორინგის შედეგების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში