დღეს დონალდ ტრამპი თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან განცხადებას გაავრცელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.
თეთრი სახლის პრესსამსახურის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი განცხადებას ადგილობრივი დროით 16:30 საათზე (თბილისის დროით 00:30 საათი) გააკეთებს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა საკითხზე გააკეთებს განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი.
ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, დონალდ ტრამპმა რუსული ნავთობის შეძენის გამო ინდოეთისთვის დაწესებული ტარიფების გაზრდის შესახებ გამოაცხადოს.
