Financial Times – დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი თეთრი სახლის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ახალი სანქციები რუსეთზე ზეწოლის გაზრდის პირველ ნაბიჯს წარმოადგენს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას 8 აგვისტომდე არ დათანხმდება.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ ახალი სანქციების დაწესების საკითხი ოთხშაბათს მოსკოვში, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის ვიზიტის შედეგებზეა დამოკიდებული.
„ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა შედეგებით დაბრუნდება უიტკოფი. თუ ის ყოველგვარი შედეგის გარეშე დაბრუნდება, მაშინ ტრამპი გაბრაზდება“, – აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
თეთრი სახლის პრესსპიკერის მოადგილემ, ანა კელიმ განაცხადა, რომ თუ ვლადიმერ პუტინი 8 აგვისტომდე უკრაინაში ომის დასრულებას არ დათანხმდება, მაშინ დონალდ ტრამპი „მტკივნეულ სანქციებს“ დააწესებს.
„პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ თუ პუტინი ომის დასრულებას არ დათანხმდება, მაშინ მტკივნეული სანქციები იქნება“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერის მოადგილემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ერისთავი: სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად