დონალდ ტრამპი – ჩემი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში მოლაპარაკებებს დღეს გამართავს – ტარიფების დაწესების მხრივ ბევრი რამის გაკეთებას ვაპირებთ

სტივ უიტკოფი დღეს რუსეთში მოლაპარაკებებს გამართავს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. აშშ-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში მისი სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი რუს ოფიციალურ პირებს მოსკოვში ოთხშაბათს შეხვდება.
ამასთან, მისი თქმით, იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ტარიფების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.
“მე ზუსტი პროცენტი არასდროს მითქვამს, მაგრამ ამ მხრივ ბევრი რამის გაკეთებას ვაპირებთ. ვნახოთ, რა მოხდება შედარებით მოკლე დროში. რუსეთთან შეხვედრა გვაქვს და ვნახოთ, რა მოხდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია პარტიის საბანკო ანგარიშის დაყადაღებაზე – ეს არის ბოლშევიკური მენტალობის გაგრძელება, ამავე დროს, აჩვენებს, რომ „ლელო-ძლიერი საქართველო“ არის „ქართული ოცნების“ მთავარი სამიზნე

კახა კალაძე ნარჩენების მართვის სტრატეგიაზე – ეს გეგმა არის იმ დიდი ცვლილების დასაწყისი, რომელიც თბილისს წარადგენს, როგორც მწვანე, უსაფრთხო და მდგრადი განვითარების გზაზე მყოფ მუნიციპალიტეტს