ისრაელთან წაგებულ ამხანაგურ მატჩში (66:76) საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო ნატურალიზებული ამერიკელი კამარ ბოლდუინი ვერ დაეხმარა. მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას GBF.GE ავრცელებს:
„ვარჯიშობს და პრევენციის მიზნით ისრაელთან არ ითამაშა კამარ ბოლდუინმა, რომელსაც ტრავმის მორჩენის შემდეგ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი დეტალური სამედიცინო გამოკვლევა არ ჩაუტარებია. ის ნაკრებთან შეკრების პირველივე დღიდანაა და ვარჯიში არ გამოუტოვებია (იხ. სურათი), თუმცა მოედანზე სათამაშოდ მაშინ გავა, როცა გამოკვლევის შემდეგ ექიმები მწვანე შუქს აუნთებენ“.
საქართველოს ეროვნული გუნდი ევრობასკეტისთვის იურმალაში ემზადება, სადაც შემდეგ სპარინგს 7 აგვისტოს ესტონეთთან ჩაატარებს.
„ბასკონია“ იტყობინება, რომ 27 წლის ბოლდუინს კონტრაქტი არ გაუგრძელა. ასე რომ, მას სხვა კლუბის მოძებნა მოუწევს. ჩვენს გუნდს ევროპის ჩემპიონატზე კამარის დახმარება ძალიან დასჭირდება და კარგ კლუბში გადასასვლელად ტურნირზე თავის გამოჩენა მისთვისაც აუცილებელია.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება იურმალაში მიმდინარეობს
ალექსანდრ ჯიკიჩმა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს
საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა
გიორგი შერმადინი ესპანურ ლიგაში წლის გიგანტად დაასახელეს
შერმადინის 17 ქულა და ტენერიფელთა დასანანი მარცხი “ბასკონიასთან” [VIDEO]
შენგელიას “ბასკონიამ” თითქმის წაგებული მატჩი მოიგო და პლეი-ოფს მიუახლოვდა
ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს
ახალი ამერიკელი საქართველოს ნაკრებში
შენგელიას საოცრება – თოკოს აღებული ქულა, რომელმაც ყოფილი გუნდის ფანებიც კი აღაფრთოვანა [VIDEO]
საქართველო მე-4 კალათაშია | ევრობასკეტის წილისყრა 27 მარტს, რიგაში გაიმართება
“ტენერიფემ” “ბასკონია” ბრძოლაში დაამარცხა, შერმადინი ისევ მატჩის MVP გახდა
საქართველოს ნაკრების ლეგიონერმა “ბასკონიას” ბოლო წამებზე მოაგებინა და მატჩის გმირი გახდა [VIDEO]
ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
