ვოლოდიმირ ზელენსკი – პროდუქტიული საუბარი მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან, საკვანძო ფოკუსით ომის დასრულებაზე – ასევე, ვისაუბრეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე

ზელენსკიმ და ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს ს წინააღმდეგ სანქციები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ავრცელებს.
„პროდუქტიული საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან, საკვანძო ფოკუსით, რა თქმა უნდა, ომის დასრულებაზე. მადლობელი ვართ -ის პრეზიდენტის სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ ყველა ძალისხმევისთვის. ნამდვილად აუცილებელია მკვლელობების რაც შეიძლება სწრაფად დასრულება, და სრულად ვუჭერთ მხარს. უკვე ბევრი თვე შესაძლოა გასულიყო ომის გარეშე, რუსეთი რომ არ აგრძელებდეს მას.
დღეს ჩვენი პოზიციების კოორდინაცია მოვახდინეთ – უკრაინისა და შეერთებული შტატების. ვითარების ჩვენი შეფასებების გავცვალეთ: რუსეთი თავისი თავდასხმების სისასტიკეს აძლიერებს. პრეზიდენტი ტრამპი სრულად ინფორმირებულია კიევზე, სხვა ქალაქებსა და სოფლებზე რუსული თავდასხმების შესახებ.
რა თქმა უნდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე ვისაუბრეთ. მათი ეკონომიკა დაცემას აგრძელებს, და მოსკოვის სწორედ ამიტომ არის ასე მგრძნობიარე ამ პერსპექტივაზე და პრეზიდენტ ტრამპის გაბედულობაზე. ამას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია“, – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპთან მან ასევე განიხილა ევროპის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკრაინის თავდაცვას ეხმარება. ზელენსკის თქმით, ამერიკასთან დრონების შესახებ შეთანხმების პროექტი კიევმა უკვე მოამზადა და მზად არის ის დეტალურად განიხილოს და გააფორმოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – შალვა პაპუაშვილმა ნაკლები ისაუბროს ხინკალზე და მეტი ისაუბროს ევროინტეგრაციაზე – სად ნახეს დიპლომატები აქციებში წინასაარჩევნოდ? ეს არის თითიდან გამოწოვილი ბრალდებები

პროკურორი ნინო დათაშვილის ექსპერტიზაზე – ხაზგასმით ვამბობ, რომ არა მსგავსი შინაარსის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოდგენა დაცვის მხარის მიერ, ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება ბრალდების მხრიდან არც დადგებოდა