ერაყი ემზადება აშშ-ის კოალიციის მისიის დასახურად

ერაყის მთავრობა აყალიბებს კომიტეტს, რომელიც იმუშავებს ქვეყანაში -ის ხელმძღვანელობით საერთაშორისო კოალიციის მისიის დახურვაზე, განაცხადა პარასკევს პრემიერ-მინისტრის მუჰამედ შია ალ-სუდანის ოფისმა.
სუდანის განცხადება ერთი დღის შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის სარაკეტო თავდასხმამ ბაღდადში შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერი მოკლა, რამაც გამოიწვია აღშფოთება ირანთან დაკავშირებულ ჯგუფებში. ისინი ერაყში ამერიკის ლიდერობით კოალიციის ყოფნის შეწყვეტას ითხოვენ.
კომიტეტში მთავრობის განცხადებით შევლენ სამხედრო კოალიციის წარმომადგენლები.
პენტაგონმა თქვა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ხუთშაბათს იერიში ამერიკელ პერსონალზე ბოლო თავდასხმების საპასუხოდ განახორციელეს.
შეერთებულ შტატებს სირიაში 900 და ერაყში 2,500 ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული. მისია, მისი თქმით, მიზნად ისახავს ადგილობრივი ძალების დახმარებას, რათა თავიდან აიცილონ ისლამური სახელმწიფოს ხელახალი აღორძინება, რომელმაც 2014 წელს ორივე ქვეყნის დიდი ნაწილი დაიპყრო, სანამ დამარცხდებოდა.
ირანთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფები ერაყსა და სირიაში, ეწინააღმდეგებიან ს კამპანიას ღაზის სექტორში და ნაწილობრივ პასუხისმგებლობას აკისრებენ შეერთებულ შტატებს მიმდინარე კონფლიქტზე.
სუდანს არ აქვს კონტროლი ირანის მიერ მხარდაჭერილ ზოგიერთ ფრაქციაზე, რომელთა მხარდაჭერაც მას დასჭირდა, ხელისუფლებაში მოსასვლელად ერთი წლის წინ. ეს ჯგუფები ახლა წარმოადგენენ, ძლიერ ბლოკს მის სამთავრობო კოალიციაში.
„ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მტკიცე პოზიციას საერთაშორისო კოალიციის არსებობის შეწყვეტის საჭიროებასთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც დასრულდა მისი აქ ყოფნის მიზეზი“, – ნათქვამია სუდანის განცხადებაში.
„ისლამურმა სახელმწიფომ“ ხუთშაბათს პასუხისმგებლობა აიღო, ირანში ორ აფეთქებაზე, რომლის შედეგადაც 100 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა უმაღლესი მეთაურის, სოლეიმანის მემორიალზე.