საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი , გაეროს კონფერენციის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას, სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას, ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესებს.
აღინიშნა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებული მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია სომხეთსა და აზერბაიჯანის ერთობლივი განცხადება სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ. მ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს დიალოგს და ამ გზით რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.
შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.
Previous: დანიის პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს

ასევე დაგაინტერესებთ

24 დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადება, რომელიც კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილებიდან ნახევარ საათში გავრცელდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი პროცესი ერთი ცენტრიდან იმართება – არავინ ეკითხება ცალკეულ ქვეყნებს, ისე ასაჯაროებენ Deep State-ის პოზიციას მათი სახელით

გავა დრო და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით დადუმებული ელჩები, გაიხსენებენ, როგორ შეცდნენ, როგორც არაერთხელ, ქართული სასამართლოს განაჩენის შეფასებაში