“მილანმა” კლუბის 39 წლის ახალწვეული ლეგენდარული ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი გულშემატკივრებს წარუდგინა. “როსონერის” ფანებმა ვეტერან ვარსკვლავს დიდებული დახვედრა მოუწყვეს.
ლუკამ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ისტორიულ გუნდში მოხვდა და მზადაა, “მილანს” დიდების დაბრუნებაში დაეხმაროს.
“შემეძლო უფრო მარტივი გზა ამერჩია, სხვა ლიგა, სადაც კონკურენცია არც ისე მაღალია, მაგრამ ეს ჩემს ხასიათს არ შეესაბამება. ყოველთვის რთულ გზას ვირჩევ, ამიტომაც “მილანში” გადავედი.
ვესაუბრე ანჩელოტის, მან “მილანის” შესახებ ყველაფერი საუკეთესო მითხრა. ის აქ იყო როგორც ფეხბურთელი და მწვრთნელი, მან ყველაფერი მიამბო კლუბის შესახებ. დიდ კლუბში მოვედი, სადაც მოლოდინები მაღალია. ჩემი მოლოდინებიც მაღალია. იმედი მაქვს, რომ იმ დონეზე ვიქნები, რაც ამ კლუბს სჭირდება.
მწვრთნელს ჩემს სათამაშო დროზე დაველაპარაკები. აქ ფეხბურთის სათამაშოდ მოვედი და მინდა, რომ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შევხვდე. ჩემი ამბიცია და სურვილიც სწორედ ესაა.
13 წელი გავატარე მსოფლიოს უდიდეს კლუბში და ახლა ვარ გუნდში, რომელიც ოდესღაც ისეთი იყო, როგორიც დღეს მადრიდის “რეალია”. სადღაც ეს დაიკარგა, მაგრამ “მილანმა” ამ დონის დასაბრუნებლად უნდა იბრძოლოს.
ჩემი ამოცანაა, მაქსიმალურად ყველას დავეხმარო და ფეხბურთისგან კვლავ სიამოვნება მივიღო”, – თქვა მოდრიჩმა.
სიმეონე “ნაპოლიდან” მიდის, მაგრამ იტალიაში რჩება
მოდრიჩი ხელფასის შემცირებაზე თანახმაა, “რეალს” ვეტერანის დატოვება მაინც არ სურს
მადრიდის “რეალს” ახალი კაპიტანი ჰყავს
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ლუკა მოდრიჩი “რეალში” კიდევ 1 წლით დარჩება
კასანოს კრიტიკით დაიღალა – ლეაომ იტალიელს პასუხი გასცა
ალეგრიმ დაადასტურა – ლუკა მოდრიჩი კარიერას “მილანში” განაგრძობს
“ვფიქრობ, “ინტერი” ამ გუნდებზე უკანაა” – ერნანეშმა სკუდეტოს ფავორიტები დაასახელა
[VIDEO] მამარდაშვილს შანსი მეორე ტაიმში მიეცა – უხვგოლიან მატჩში “ლივერპული” “მილანთან” დამარცხდა
“რეალი” გონსალო გარსიას არ გაუშვებს
ადრიანო გალიანი სავარაუდოდ, “მილანში” დაბრუნდება
მოდრიჩი ორშაბათს “მილანთან” კონტრაქტს გააფორმებს
მამარდაშვილის “ლივერპულში” ვარსკვლავთცვენაა – როდრიგოც სავარაუდოდ, “ენფილდზე” მიდის
მამარდაშვილი “მილანის” წინააღმდეგ – “ლივერპულის” სავარაუდო შემადგენლობა
ოფიციალურად – მოდრიჩი “მილანის” ფეხბურთელი გახდა
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს – ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
