ჩვენ ვხედავთ, რომ შვედეთის ელჩი და საელჩო არ ასრულებს ელჩის ფუნქციას. ელჩის ფუნქცია ზუსტად ის არის, რომ განმარტოს და წარმოადგინოს საკუთარი ხელისუფლების პოზიცია

ჩვენ ვხედავთ, რომ შვედეთის ელჩი და საელჩო არ ასრულებს ელჩის ფუნქციას. ელჩის ფუნქცია ზუსტად ის არის, რომ განმარტოს და წარმოადგინოს საკუთარი ხელისუფლების პოზიცია
ჩვენ ვხედავთ, რომ შვედეთის ელჩი და საელჩო არ ასრულებს ელჩის ფუნქციას. ელჩის ფუნქცია ზუსტად ის არის, რომ განმარტოს და წარმოადგინოს საკუთარი ხელისუფლების პოზიცია, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შვედეთის ელჩის განცხადებაზე საუბრისას.
„ჩვენ ვნახეთ შვედეთის პრემიერ-მინისტრის პოზიცია, რომელმაც მკაფიოდ თქვა, რომ უკრაინის პროგრესისთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ დააკანონოს ლგბტ ქორწინება. თქვა პირდაპირ, მკაფიოდ და არა ორაზროვნად. კითხვა მარტივია შვედეთის ელჩის მიმართ, რომ განმარტოს მისი მთავრობის პოზიცია. ეს წამოსცდა პრემიერ-მინისტრს, თუ ეს არის შვედეთის მთავრობის ოფიციალური პოზიცია კანდიდატ ქვეყნების პროგრესზე გადაწყვეტილების მიღების დროს და ვრცელდება თუ არა საქართველოზეც ეს პოზიცია.
ეს უნდა განმარტოს შვედეთის ელჩმა, რადგან ზუსტად ესაა ელჩის საქმიანობა. ნაცვლად ამისა შვედეთის საელჩო დაკავებულია სხვადასხვა ძალადობაში ბრალდებული ადამიანების პროცესებზე ფოტოების გადაღებით, თავმოწონებით და ექსტრემისტი ენჯეოების დაფინანსებით. ეს არის სინამდვილეში ძირის გამოთხრა დიპლომატიური მისიებისთვის და წარმომადგენლობის იდეისთვის, ნაცვლად იმისა, რომ განგვიმარტოს რა არის შვედეთის პოზიცია, იმალება საელჩო, ემალება ქართველი ხალხის კითხვას და ექსტრემისტების მხარდაჭერას არ ერიდება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის ფარგლებში უკრაინამ უნდა დაარეგულიროს ერთნაირსქესიანი პარტნიორობა და ლგბტ საზოგადოების სრული სამართლებრივი დაცვა უზრუნველყოს.
Next: დასკვნა შეგვიძლია ზოგადად გამოვიტანოთ, ეს ადამიანი ბიზნესმენობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას აქვს სასათბურე პირობები შექმნილი ხელისუფლების მხრიდან და ასე აქვს, როგორც ჩანს აწყობილი მთლიანად ბიზნესი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს, როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000- მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა “ფიზიკური წყვეტისგან”