აშშ და ევროკავშირი ცდილობენ, არ დაუშვან ღაზის ომის გავრცელება სხვა რეგიონებზე

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერი ჟოზეპ ბორელი 5 იანვარს იწყებენ ახლო აღმოსავლეთში ვიზიტებს, რათა სცადონ შეაკავონ ღაზის კონფლიქტის გავრცელება ს მიერ ოკუპირებულ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ლიბანსა და წითელი ზღვის სანაოსნო გზებზე.
ვიზიტები ტარდება თითქმის სამი თვის მერე მას შემდეგ, რაც სამხრეთ ისრაელს თავს დაესხა პალესტინური ექსტრემისტული დაჯგუფება ჰამასი, რომელიც -სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული. ჰამასის თავდასხმას ისრაელში 1200 ადამიანი ემსხვერპლა, 240-მდე ადამიანი მძევლებად აიყვანეს. ამ თავდასხმას მოჰყვა ისრაელის თავდაცვის არმიის იერიში ღაზის წინააღმდეგ, რის შედეგადაც ღაზაში 22 ათასზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, ხოლო სექტორის დიდი ნაწილი ნანგრევებადაა ქცეული.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – მიდიხარ პარტიის შტაბთან და ილანძღები, იგინები, რისთვის აკეთებენ ამას? – ჯექსონზე და „ტრილერზე“ შემთხვევით არ მისაუბრია, დააკვირდით ამ ადამიანებს, არაფერი აღარ დარჩათ და ცდილობენ ასე მიიქციონ ყურადღება