7 ოქტომბრიდან „ჰამასის“ ტყვეობაში 25 ისრაელელი მძევალი გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა CNN-ს მიაწოდა.
ამის მიუხედავად, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისს სჯერა, რომ გასული წლის „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად აყვანილი 107 მძევალი ჯერ კიდევ ცოცხალია. ამასთან, ისრაელის ოთხი მოქალაქე ჯერ კიდევ 7 ოქტომბრის თავდასხმამდე იმყოფებოდა „ჰამასის“ მძევლობაში – ორი ცოცხალია და ორი გარდაცვლილი.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ისრაელის „მძევალთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ფორუმმა” ღაზას სექტორში მყოფი კიდევ ერთი მძევლის – 38 წლის ტამირ ადარის – გარდაცვალების შესახებ გამოაცხადა.