თამარ ტალიაშვილმა მონაწილეობა მიიღო -ის სახელმწიფო პროტოკოლის უფროსის, ელჩი მონიკა ქარაულის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაში

მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო პროტოკოლის უფროსის, ელჩი მონიკა ქრაულის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაში,- ვკითხულობთ -ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, თამარ ტალიაშვილის განცხადებაში. ღონისძიებას თამარ ტალიაშვილთან ერთად ასევე ესწრებოდნენ: აშშ-ში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ქალი ხელმძღვანელები, აშშ-ში ირლანდიისა და რუანდას ელჩების მასპინძლობით.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს საერთაშორისო ურთიერთობებსა და დიპლომატიაში ქალთა როლის მნიშვნელობაზე. “მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო პროტოკოლის უფროსის, ელჩი მონიკა ქრაულის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ქალი ხელმძღვანელები, აშშ-ში ირლანდიისა და რუანდას ელჩების მასპინძლობით. ️შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ საერთაშორისო ურთიერთობებსა და დიპლომატიაში ქალთა როლის მნიშვნელობაზე. აღსანიშნავია, რომ ელჩი მონიკა ქრაული არის არა მხოლოდ წარმატებული და აღიარებული სახელმწიფო მოღვაწე, არამედ ასევე გამორჩეული და ცნობილი ავტორია. აქვე, მსურს მადლობა გადავუხადო მას ავტოგრაფისა და გულითადი ჩანაწერის დატოვებისთვის მის გამოცემულ წიგნში.”-წერს ტალიაშვილი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა