ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში უამინდობის გამო, ბათუმი-სტამბოლის ავიარეისი ვერ განხორციელდა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში უამინდობის გამო, -სტამბოლის ავიარეისი ვერ განხორციელდა. თვითმფრინავი არაერთი მცდელობის მიუხედავად ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა და თურქეთში, ქალაქ სამსუნში გაფრინდა.
როგორც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, დღის განმავლობაში ბათუმის აეროპორტში 23 ავიარეისი არის დაგეგმილი.
ცნობისთვის, ბათუმში ამ დროისათვის წვიმს.