ფინეთის პრეზიდენტი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საკითხზე დონალდ ტრამპს ესაუბრა

ფინეთის პრეზიდენტი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესახებ დონალდ ტრამპს ესაუბრა. ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრე სტუბის ცნობით, -ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან “კარგი და ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი ჰქონდა”.
“ჩვენ განვიხილეთ უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომი. პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული ცეცხლის შეწყვეტის ბოლო ვადა ახლოვდება. ფინეთი მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტისკენ”, – წერს ფინეთის პრეზიდენტი X-ზე.
ასევე, სტუბის განცხადებით, დონალდ ტრამპთან ყინულმჭრელი გემების მშენებლობის საკითხიც განიხილა.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!