მამარდაშვილმა “ენფილდზე” პირველად ითამაშა და თავისი მაღალი კლასი ყველას დაანახა

„ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე „ბილბაოსთან“ ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. პირველი, რომელსაც უფრო მეორე გუნდების შეხვედრა შეიძლება ვუწოდოთ, 2:1 მოიგო, მეორე კი – 3:2.
ძირითადი გუნდების დაპირისპირებაში მასპინძელთა კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა. მან „ენფილდზე“ პირველად ითამაშა, ორი გოლი გაუშვა, რომელთა მოგერიება შეუძლებელი იყო, ხოლო შეხვედრის დასასრულს თავისი ოსტატობა წარმოაჩინა.
„წითლები“ სრულ უპირატოსობას ფლობდნენ და სალაჰმა დააწინაურა. სტუმრებმა პირველივე შანსი გამოიყენეს, როდესაც სანსეტმა ახლო მანძილიდან გაათანაბრა ანგარიში და პირველი ტაიმი ალოგიკურად 1:1 დასრულდა.
შესვენების შემდეგ მერსისაიდელებმა ზეწოლა გააძლიერეს და ბასკების კარი გაკპომ დალაშქრა. მალე სანადიმ გაკპოსგან რიკოშეტით თანაფარდობა აღადგინა. თუმცა, ცოტა ხანში გაკპომ უნაი სიმონს გაუტანა და დუბლი შეასრულა. მერე ენდოს მოპოვებული პენალტი სალაჰმა ვერ გამოიყენა. ამას „ატლეტიკის“ შეტევა, არესის დარტყმა და მამარდაშვილის მიერ ბურთის აკრობატულ ნახტომში მოგერიება მოჰყვა. ბოლოს გიორგიმ პირისპირ გასულ იზეტასაც არ გაატანინა. მართალია, თამაშგარე დაფიქსირდა, მაგრამ ქართველმა თავისი რეაქცია ყველას დაანახა.
ლივერპული – ბილბაო 3:2
გოლები: 1:0 სალაჰი (14), 1:1 სანსეტი (29), 2:1 გაკპო (56), 2:2 სანადი (64), 3:2 გაკპო (70)
გამოუყენებელი პენალტი: სალაჰი (81, ლივერპული)
მამარდაშვილი, ენდო, კონატე, კერკეზი, ვირცი (რაიტი 74), სობოსლაი, სალაჰი, გაკპო, ეკიტიკე (კიეზა 57), ფრიმპონგი (ნალო 72), გრავენბერხი
გოლები: 1:0 ნგუმოჰა (2), 2:0 ნუნიესი (5), 3:0 პადილია (42), 4:0 ელიოტი (58) , 4:1 გურუსეტა (76)
ლივერპული: ვუდმანი (პეჩი 46), ნუნიესი, მაკალისტერი (ლაკი 56), ჯონსი, ელიოტი, ციმიკასი, რობერტსონი, ნიონი (პილინგი 67), დოაკი (დანსი 56), ნგუმოჰა (დოერტი 67), სტივენსონი
10 აგვისტოს, ინგლისის სუპერთასზე „ლივერპული“ „უემბლიზე“ „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდება.