პეტრე ცისკარიშვილმა, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ირპენიდან ჩამოყვანილ უკრაინელ ბავშვებს ყვარელში, სააკაშვილის საკარმიდამოში უმასპინძლა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა, ს ინიციატივით ირპენიდან ჩამოყვანილ უკრაინელ ბავშვებს ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის საკარმიდამოში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა ძალიან კარგი და დროულია ომში დაზარალებული ბავშებისთვის.
„ძალიან კარგი და დროული აქციაა მიშა სააკაშვილის ინიციატივით, რომ კონკრეტულად ირპენიდან, ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქალაქიდან ჩამოვიდნენ ბავშვები, რომლებიც დაისვენებენ, გაეცნობიან საქართველოს და ასევე მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია ნახონ ღირებულებითი სხვაობა როგორი საკარმიდამო სახლი, ვენახი და მამული აქვს საქართველოს მესამე პრეზიდენტს და როგორი ჰქონდა მათ შორის იანუკოვიჩს, რომელიც მუზეუმად არის ქცეული – უზარმაზარი სასახლეები და რამდენიმე ათეული დახარჯული მილიონი, რადგან ასეთი ღირებულებითი სისტემა ჰქონდა იანუკოვიჩის რეჟიმს. ასევე, ჩვენთვისაც, ქართველებისთვის კიდევ უფრო საინტერესო შეიძლება იყოს, რომ აქ არის მიშა სააკაშვილის მამული და აქედან სულ რამდენიმე კილომეტრში ივანიშვილის რეჟიმის, მარიონეტის მიერ გადაჭრილი კუდიგორა, სადაც შემოდგეს სახლი, რადგან კარგი ხედები ჰქონდეთ და ალაზნის ველს ზემოდან დაჰყურებდნენ ამ რეჟიმის წარმომადგენლები“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა
ამასთან, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ჩალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რათა დაეხმაროს მის მეორე სამშობლოს.
„ეს ბავშვები პრეზიდენტის ინიციატივით ჩამოვიდნენ საქართველოში. ს პატიმრობიდან რაც შეუძლია პრეზიდენტ სააკაშვილს აკეთებს ყველაფერს – საერთაშორისო პრესასთან ურთიერთობით, საერთაშორისო ლიდერებთან ურთიერთობით, ეხმარება როგორც შეუძლია მის მეორე სამშობლოს ს და სიმბოლური აქტი არის, რომ ირპენიდან ჩამოსული ბავშვები დღეს მოვიყვანეთ მის მამულში. მე იმედი მაქვს, რომ მალე დამთავრდება ომი, რა თქმა უნდა, უკრაინის გამარჯვებით და პრეზიდენტ სააკაშვილს დაუბრუნდება თავის ისტორიულ და მეორე სამშობლოს საქართველოს და უკრაინას აქტიური პოლიტიკით“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – მაგიდაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დევს „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გამო – მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, ხმა ამოიღეთ! კარგად იცით, რას ნიშნავს სანქციები, უვიზო მიმოსვლის შეჩერება!