რუსეთი უარს ამბობს მოკლე და საშუალო რადიუსის რაკეტების განლაგების მორატორიუმზე

Reuters-ი ავრცელებს ცნობას, რომ აღარ მიიჩნევს თავს ვალდებულად, დაიცვას მოკლე და საშუალო რადიუსის რაკეტების განლაგებაზე მორატორიუმის პირობები, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 აგვისტოს.

-მ საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების შესახებ ხელშეკრულება 2019 წელს დატოვა. მას შემდეგ რუსეთმა განაცხადა, რომ ასეთ იარაღს არ განათავსებდა იმ პირობით, თუ ვაშინგტონი ამას არ გააკეთებდა. თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გასული წლის დეკემბერში მიანიშნა, რომ მოსკოვს მოუწევდა რეაგირება მოეხდინა აშშ-სა და ნატოს მიერ სტრატეგიულ სფეროში განხორციელებულ „მადესტაბილიზებელ ქმედებებზე“.

„ვინაიდან სიტუაცია ვითარდება აშშ-ში წარმოებული საშუალო და მოკლე რადიუსის სახმელეთო რაკეტების ევროპასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ფაქტობრივი განლაგებისკენ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ მსგავსი იარაღის განლაგებაზე ცალმხრივი მორატორიუმის შენარჩუნების პირობები აღარ არსებობს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კრემლმა ადრე განაცხადა, რომ ქმნის ახალ რაკეტებს, რომლებიც აკრძალულია ხელშეკრულებით. რუსეთი თვლის, რომ ეს არის რეაგირება გერმანიაში ამერიკული რაკეტების მოსალოდნელ განლაგებაზე. ბერლინმა, თავის მხრივ, რაკეტების განთავსება დაუკავშირა ში რუსეთის შეჭრას და მათ რუსეთის შეკავების საშუალება უწოდა.
ხელშეკრულებას ხელი 1987 წელს მოაწერეს აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა და საბჭოთა კავშირის მაშინდელმა მმართველმა მიხეილ გორბაჩოვმა.

ვაშინგტონი აცხადებს, რომ მოსკოვმა 9M729 ტიპის სარაკეტო სისტემის შემუშავებითა და განლაგებით დაარღვია ხელშეკრულება. სახელმწიფო დეპარტამენტის წყაროს ცნობით, აშშ-მა ცოტა ხნის წინ დასავლელ მოკავშირეებს აცნობა, რომ რუსეთმა უკვე განალაგა 9M729 ფრთოსანი რაკეტებით შეიარაღებული ოთხი დივიზიონი. ამჟამად რუსეთს ამ რაკეტების 100 ერთეული აქვს.

საშუალო რადიუსის რაკეტები არის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, რომელთა ხმელეთიდან გაშვება ხდება და რომლებსაც შეუძლიათ 500-დან 5500 კილომეტრამდე მანძილის გადალახვა, ასევე როგორც წესი, ბირთვული ქობინის ტარება.
ფორუმი