თიბისი ბანკზე თავდამსხმელს პროკურატურამ ბრალი ყაჩაღობის მუხლით წარუდგინა

პროკურატურამ ყაჩაღობის მუხლით წარუდგინა ბრალი პირს, რომელიც 3 იანვარს, თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე, ბანკის ფილიალს თავს დაესხა. დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყება მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ, 6 იანვარს გაიმართება.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ 39 წლის კაცი ბანკში იარაღით შეიჭრა, თუმცა პროკურატურის ინფორმაციით, მას არა ნამდვილი იარაღი, არამედ “პისტოლეტის მსგავსი საგანი” ჰქონდა. უწყების ცნობით, ის ამ საგნის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ბანკის თანამშრომლებს ფულს სთხოვდა. თუმცა, განგაშის სიგნალის ჩართვის შემდეგ კაცი ადგილიდან ისე მიიმალა, რომ თანხის წაღება ვერ შეძლო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაცი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლონდა თოლორაია საგარეო უწყებას მოუწოდებს, გამოაქვეყნოს ინფორმაცია, საქართველოს რამდენი სრულწლოვანი მოქალაქე იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და რამდენი მათგანი ვერ მოხვდა ცესკო-სთვის გადაცემულ სიაში

საია წინასაარჩევნო კამპანიისას დაფიქსირებულ 9 ინციდენტს, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულ ფიზიკურ ძალადობად, სხვისი ნივთის დაზიანებად და კამპანიაში ხელშეშლის შემთხვევებად აფასებს