ნიდერლანდებში სურთ დანიის მსგავსად დაიცვან ადამიანების უფლებები საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებით

ნიდერლანდების პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელმაც შესაძლოა აკრძალოს ადამიანების გამოსახულების და ხმის გამოყენებას მათი თანხმობის გარეშე. ინიციატივა დანიის მაგალითს მიჰყვება, რომელმაც უკვე შემოიღო მსგავსი დაცვის მექანიზმები – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ოთხი წამყვანი პარტიის დეპუტატებმა შესთავაზეს მოქალაქეებისთვის მათ გარეგნობასა და ხმაზე საავტორო უფლებების მინიჭება.
პროექტი მიმართულია deepfake-ების, ს გამოყენებით შექმნილი ყალბი სურათებისა და ვიდეოების წინააღმდეგ. ყველაზე ხშირად, ასეთ კონტენტს ავრცელებენ ადამიანების ნებართვის გარეშე.