ალდაგის სამოგზაურო დაზღვევას საზღვარგარეთ მანქანის ქირაზე სპეციალური ფასი მოყვება

სადაზღვევო კომპანია ალდაგში სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებისთვის საჩუქრები გრძელდება. ამჯერად, ალდაგისა და SIXT-ის პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებიც სამოგზაურო დაზღვევას onlinetravel.aldagi.ge – ზე შეიძენენ, ავტომობილის დაქირავების სერვისზე, მსოფლიოს მასშტაბით, სპეციალური ფასით ისარგებლებენ.
სამოგზაურო დაზღვევის შეძენისას მომხმარებელი მიიღებს წვდომას SIXT-ის სისტემაზე, საიდანაც შეძლებს ექსკლუზიურ ფასად დაჯავშნოს/იქირაოს სასურველი ავტომობილი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
SIXT-ი ავტომობილების გაქირავების კომპანიაა, რომელიც ლიდერია გლობლურ ბაზარზე და 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.
„პროექტი, რომელიც ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად დავიწყეთ, ჩვენი მომხმარებლებისთვის მეტი სარგებლის შეთავაზებას გულისხმობს. ამჯერად, ბაზარზე პირველად, მომხმარებლებს საერთაშორისო მასშტაბის შეთავაზება გავუკეთეთ, რაც მანქანის დაქირავების სერვისზე, მეტ ფასდაკლებას გულისხმობს. აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობას შეძლებს ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ალდაგის სამოგზაურო დაზღვევას შეიძენს“ – აცხადებენ ალდაგში;
ალდაგი სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებს უკვე სთავაზობს როუმინგოს 1გბ ინტერნეტს და 20%-იან ფასდაკლებას ყველა პაკეტზე. ახალი შეთავაზებით, კი, მოგზაურებს, კომფორტული დასვენებისთვის აუცილებელ, სრულ, პაკეტზე აქვთ წვდომა.