რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინას ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინას ეწვევა, – ამის შესახებ თურქეთში უკრაინის ელჩმა, ნარიმან ჯელალმა, RBC-Ukraine-სთან ინტერვიუში განაცხადა.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე ამჟამად აქტიურად მუშაობს ერდოღანის უკრაინაში ვიზიტის ორგანიზებაზე. მისივე თქმით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას პირადი მოწვევა გადასცა.
„ეს ვიზიტი მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს, რადგან არსებობს მრავალი საკითხი, რომელიც მის განხორციელებას უშლის ხელს“, – განაცხადა ელჩმა.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, ვიზიტის მთავარი თემა შესაძლოა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირება იყოს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: ხოდა ვინაიდან მასთან ტელეფონით დარეკვა აკრძალული მაქვს, მინდა აქ მივმართო: ნიკუშ მეც და ედუარდიც ძალიან კარგად ვსწავლობდით, ამერიკაში და შენ არამხოლოდ არ უნდა ჩამოგვრჩე, არამედ უნდა გვაჯობო, მიაღწიო წარმატებას და შემდეგ კი საქართველო გელოდება და მის ხალხს უნდა ემსახურო