მზია ამაღლობელი – საპროცესო შეთანხმების შეთავაზება ძალიან შეურაცხმყოფელი და ცოცხლად დამარხვის ტოლფასია – არა და ვერ მოვაწერ ხელს ამ შეთანხმებას, რადგან, რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა

საპროცესო შეთანხმების შეთავაზება ძალიან შეურაცხმყოფელია და ცოცხლად დამარხვის ტოლფასია, – ამის შესახებ გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა ს საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.
ამაღლობელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა არ ყოფილა.
“პირველი, რაზეც უნდა ვისაუბრო, პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმებაა. ადვოკატებმა ჩემი პოზიცია ვერ გაახმოვანეს, ვერ მოვაწერ ხელს ამ საპროცესო შეთანხმებას, შემოთავაზება ძალიან შეურაცხმყოფელი და ცოცხლად დამარხვის ტოლფასია. რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა. სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა ბოროტებაა, რა სამართალია არ ვიცი. შვიდი თვეა ამაზე ვფიქრობ. ჩემი დაპატიმრების პირველივე დღიდან, პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, ე.წ. დაზარალებული დგებუაძის მიმართ.ათამდე გამომძიებელმა ისე შეკრა და მოიტანა საქმე სასამართლოში, კითხვა არ დაუსვამთ და ჩემი აზრით, არ დაინტერესებულან. გამომძიებლებს პროფესიული კითხვები რომ დაესვათ და მიკერძოებული გამოძიება არ ჩაეტარებინათ, ეს საქმე თავდასხმის კვალიფიკაციით სასამართლოში არ შემოვიდოდა.[ირაკლი დგებუაძე] შემპირდა ბრალდებას 4-დან 7 წლამდე და პროკურატურაც მის სამსახურში ჩადგა. ახლა სასამართლოს დრო დადგა, სასამართლომ უნდა იმსჯელოს ჩემ საქმეზე თუ რა სასჯელი მემუქრება”,- განაცხადა მზია ამაღლობელმა.