ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტის თვეში გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა სამუშაო ჯგუფი- “გაერო80” შექმნა, რომლის მიზანიც ორგანიზაციის ეფექტიანობის გაზრდა და ხარჯების შემცირება იყო.
“გაერო80” სამუშაო ანგარიშში აღნიშნულია, რომ გაეროს დოკუმენტებს თითქმის არავინ კითხულობს,-ინფორმაციას ამის შესახებ reuters-ი ავრცელებს.
ყველაზე პოპულარული დოკუმენტების მხოლოდ 5% იტვირთება 5,5 ათასზე მეტჯერ, ხოლო 20% – ათასზე ნაკლებჯერ. ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, დოკუმენტის ჩამოტვირთვა არ ნიშნავს იმას, რომ ის ნამდვილად იკითხება.
გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ გასულ წელს ორგანიზაციამ 27 ათასი შეხვედრა გამართა, ხოლო სამდივნომ 1100 ანგარიში მოამზადა, რაც 20%-ით მეტია, ვიდრე 1990 წელს.
გუტერეშის თქმით, გაერო უკვე მინიმუმ შვიდი წელია კრიზისშია, რადგან ყველა წევრი სახელმწიფო არ იხდიდა სავალდებულო რეგულარულ შენატანებს. სწორედ ამიტომ, გაეროს გენერალური მდივანი საბჭოს სთავაზობს, შემცირდეს სხდომებისა და ანგარიშების რაოდენობა.
