მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს

“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს. სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა ჩანიშნული.
ცნობილია, რომ ჟურნალისტი საქმეზე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.
უფლებადამცველები პირდაპირ ამბობენ, რომ საქმე პოლიტიკურია.
გამოძიება ქალ ჟურნალისტს პოლიციელზე თავდასხმას ედავება. შეგახსენებთ, რო მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს