ევროპაში ხანძრების შედეგად გამოყოფილი აირები რეკორდულ დონემდე გაიზარდა

ევროპაში ტყის ხანძრებმა წელს რეკორდულ მასშტაბებს მიაღწია, რასაც მაღალი ტემპერატურა და მშრალი პირობები უწყობს ხელს.
ევროპის ტყის ხანძრების საინფორმაციო სისტემის (EFFIS) 29 ივლისის ბოლო განახლებული მონაცემების თანახმად, ევროკავშირში სულ 292 855 ჰექტარი მიწა დაიწვა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დამწვარი ფართობი 139 940 ჰექტარს შეადგენდა და წელს არსებული მონაცემები ბოლო 19 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ საშუალო მაჩვენებელს აღემატება.
წლის დასაწყისიდან EFFIS-მა 30 ჰექტარზე მეტი ფართობის 1339 ხანძარი აღმოაჩინა.
კოპერნიკის ატმოსფეროს მონიტორინგის სამსახურის (CAMS) ცნობით, ზოგიერთ ქვეყანაში ბოლო 23 წლის განმავლობაში ტყის ხანძრების შედეგად გამოყოფილი ემისიების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უკვე დაფიქსირდა.
CAMS-ის მონაცემებით, ზაფხულში ხმელთაშუა ზღვის აუზში მაღალმა ტემპერატურამ მნიშვნელოვნად გაზარდა რეგიონში ხანძრების გაჩენის ალბათობა.
ვრცლად euronews