დიპ სტეიტს უნდა, აჩვენოს ხალხს, რომ ევროპის უმძიმესი მდგომარეობა პოლიტიკური სპექტრის, არსებული პოლიტიკური სისტემის ბრალია – დიპ სტეიტს სურს, რომ ხალხის თვალში ბოლომდე დააკნინონ პოლიტიკური “ლიდერები” და სახელმწიფო ინსტიტუტები
დიპ სტეიტმა ევროკავშირის პოლიტიკური დისკრედიტაცია თითქმის სრულად მოახერხა, წევრი ქვეყნები გაავსო მის მიერვე, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში ინსპირირებულ ომებსა და სიდუხჭირეს გამოქცეული მიგრანტებით, წაართვა ევროპულ ქვეყნებს იდენტობა, ეროვნულობა და სუვერენიტეტი, – ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ.
მისი განცხადებით, ამ ვითარების შექმნა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა, ევროპელი პოლიტიკოსებს დააბრალა. შათირიშვილის თქმით, დიპ სტეიტის მიზანია, ხალხს აჩვენონ, რომ ევროპის უმძიმესი მდგომარეობა სწორედ პოლიტიკური სპექტრის ბრალია.
„ბოლოს კი, ჯეი დი ვენსი ჩავიდა მიუნხენში და ყველაფერი პოლიტიკოსებს გადააბრალა. მარტივად რომ ვთქვათ, ის, რაც დიპ სტეიტმა კარგად დაააორგანიზა და შეასრულა, მათ შორის, ევრობიუროკრატიული აგენტურის ხელით, ბოლოს ისევ პოლიტიკოსებს გადააბრალა. მათ უნდათ აჩვენონ ხალხს, რომ ევროპის უმძიმესი მდგომარეობა პოლიტიკური სპექტრის, პარტიების, არსებული პოლიტიკური სისტემის ბრალია. სხვათა შორის, სწორედ პოლიტიკური ლიდერების დისკრედიტაციას ემსახურებოდა მატარებლის ცნობილი სკანდალი, როდესაც ევროპის სამი წამყვანი ქვეყნის ლიდერი, მერცი, მაკრონი და სტარმერი მედიამ ნარკოტიკების მოხმარებაში “გამოიჭირა”, სინამდვილეში კი, ეს ამბავი წინასწარ კარგად ორგანიზებული სცენარი იყო. დიპ სტეიტს სურს, რომ ხალხის თვალში ბოლომდე დააკნინონ პოლიტიკური “ლიდერები” და სახელმწიფო ინსტიტუტები.
ამ ყველაფრის გაგრძელებაა ევროპის ეკონომიკური ნგრევა, რომელიც საბოლოო ჯამში, ისევ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დაბრალდება. ამის კონტურები უკვე ნათლად გამოიკვეთა – როდესაც დიპ სტეიტმა მათ მიერ ხელდასმულ ურსულა ფონ დერ ლაიენს აშშ-სთან კაბალურ ხელშეკრულებაზე მოაწერინა ხელი. უახლოეს პერიოდში რიტორიკა სწორედ ისე შემობრუნდება, როგორც ეს პოლიტიკური დისკრედიტაციის კამპანიის დროს მოხდა: მოუბრუნდებიან ურსულას, მერცს, მაკრონს, სტარმერს და სხვა აგენტებს, დაადანაშაულებენ მათ ევროპისათვის ეკონომიკურად დამღუპველი გარიგების დადებაში და ხალხის თვალში ხელს მათ შეახოცავენ.
და როდესაც პოლიტიკურად, ეკონომიკურად და მორალურად სრულად დისკრედიტირებული ევროპული ლიდერშიპი პირისპირ დარჩება საზოგადოების წინაშე, რაც ფაქტიურად უკვე მომხდარია, ღიად გაჟღერდება ახალი და მთავარი ინიციატივა – უუნაროა არსებული პოლიტიკური სისტემა, გაუმკლავდეს დიპ სტეიტის მიერვე ხელოვნურად შექმნილ პრობლემებს, ამიტომ საჭიროა მმართველობის ახალი ფორმა და ეს ფორმა იქნება კორპორაციული მმართველობა. რომელი კორპორაციები მომართავენ ქვეყნებს? კორპორაციები, რომლებიც ფორმალურადაც და ფაქტობრივადაც სწორედ დიპ სტეიტის საკუთრებაა. ეს იქნება ოლიგარქიული ოჯახების მმართველობის პირდაპირი ლეგალიზაცია.“ – წერს შათირიშვილი.
Previous: ევრობიუროკრატია დღეს დიპ სტეიტის ხელით რომ იმართება, ამას პატარა ბავშვიც კი ხვდება – საკუთარი ქვეყნებისა და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას თანამდებობებზე დასმულ პოლიტიკოსებს სწორედ ოლიგარქები აიძულებენ
