იემენის ნაპირებთან 60-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა

BBC და Associated Press-ი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერენ, რომ ნავში მყოფი 150-ზე მეტი ეთიოპიელი მიგრანტიდან 68-ის ცხედრები ნაპოვნია. 12 გადარჩა, დანარჩენები დაკარგულად ითვლებიან.
იემენის ხელისუფლების ცნობით, ნავი 3 აგვისტოს ამოტრიალდა და ჩაიძირა აბიანის პროვინციის ნაპირებთან, სადაც კატასტროფის დროს ცუდი ამინდი იყო.
იემენი რჩება ძირითად მარშრუტად აფრიკის ქვეყნების მცხოვრებთათვის, რომლებიც სამუშაოს საძიებლად მიემართებიან სა და სპარსეთის ყურის სხვა სახელმწიფოებისკენ.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 2024 წელს ამ გზით ისარგებლა 60 ათასზე მეტმა მიგრანტმა. 49 დაიღუპა. 140 დაკარგულად ითვლება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ