თათია ნიკოლაშვილი – ძალოვანი უწყების ავტომობილი ღიად და დემონსტრაციულად აკონტროლებს ჩემს გადაადგილებას – მიზანმიმართულად მაშინებენ, მაგრამ ვაფრთხილებ, რომ თუ ჩემს მცირეწლოვან შვილთან ერთად ამას კიდევ გააკეთებენ, თვალებს „ამოვუწვავ“

მაკონტროლებენ და მიზანმიმართულად მაშინებენ, მაგრამ მინდა გავაფრთხილო, რომ ჩემს მცირეწლოვან შვილთან ერთად ამას კიდევ ერთხელ გააკეთებენ და აუცილებლად თვალებს „ამოვუწვავ“, ასე გავაკეთებ, პირობას გაძლევთ, – წერს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში და ავტომობილის ფოტოს აქვეყნებს.
მისი თქმით,
„ძალოვანი (-სუს-ი) უწყების ეს ავტომობილი აბსოლუტურად ღიად და დემონსტრაციულად აკონტროლებს ჩემს გადაადგილებას, უნდა რომ შევამჩნიო, დავინახო… დამატებით „სიმძაფრისთვის” გააჩერა ავტომობილი, ჩამოწია საქარე მინა და გადამიღო ფოტოები.
სუს-ის, ოხანაშვილ – მდინარაძის შესაშინებელი სიბრძნის კბილიც კი მოვიცვალე და მინდა აქედან გავაფრთხილო, რომ ჩემს მცირეწლოვან შვილთან ერთად ამას კიდევ ერთხელ გააკეთებენ და აუცილებლად თვალებს „ამოვუწვავ“. ასე გავაკეთებ, პირობას გაძლევთ“, – წერს თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?