ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ჰამასის წინააღმდეგ ომში ისრაელის სამომავლო გეგმის შესახებ გამოაცხადა.
Reuters-ის თანახმად, მინისტრმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორის სამხრეთში ჰამასის მეთაურების დევნა გაგრძელდება, ხოლო ჩრდილოეთში არმიის ქმედება უფრო მიზნობრივი გახდება.
ამავე ცნობით, ომის შემდეგ ისრაელი აპირებს, ღაზის სექტორში „ოპერატიული მოქმედების თავისუფლება“ შეინარჩუნოს. ისრაელი არ გეგმავს ღაზის სექტორში სამოქალაქო წარმომადგენლების განთავსებას.
ღაზის სექტორის მმართველი ჰამასი აღარ იქნება. სექტორის მართვას ჩაიბარებენ პალესტინელთა უწყებები მანამ, სანამ ისრაელისთვის საფრთხე არ იარსებებს, იტყობინება სააგენტო.
7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის (ჰამასი ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებადაა მიჩნეული) თავდასხმის შემდეგ, რასაც 1200 ადამიანი ემსხვერპლა და 240 მძევლად იქნა აყვანილი, ისრაელის არმია ღაზის სექტორში აგრძელებს საპასუხო სამხედრო ოპერაციას, რომელსაც 22 ათასამდე პალესტინელი ემსხვერპლა.
გაეროს თანახმად, 1,9 მილიონი პალესტინელი დევნილად იქცა.
