საქართველომ Facebook-იდან მომხმარებელთა ინფორმაციის გამოთხოვის რაოდენობა გაზარდა

საქართველომ Facebook-იდან მომხმარებელთა ინფორმაციის გამოთხოვის რაოდენობა გაზარდა
საქართველომ Facebook-იდან მომხმარებელთა ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნების რაოდენობა გაზარდა და 2023 წლის პირველ ნახევარში 47 განაცხადით მიმართა. ისინი 149 ანგარიშის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვას შეეხებოდა.
მსოფლიოს მთავრობებთან თანამშრომლობის შესახებ Meta ნახევარწლიური ანგარიშების მიხედვით, საქართველოდან შესული განცხადებების 94% დადებითად დააკმაყოფილეს და მოთხოვნილი ინფორმაცია გასცეს.
შედარებისთვის, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან Meta-ში პერსონალური მონაცემების გაცემის 27 განაცხადი გაიგზავნა, რომლებიც 40 ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას შეეხებოდა. ამ განცხადებების 96% დადებითად დაკმაყოფილდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში