გასული ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ნიკოლაევზე სარაკეტო შეტევა

გასული ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ნიკოლაევზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც სამი კერძო სახლი განადგურდა და ხანძარი გაჩნდა.
ნიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ დაზიანდა 23 კერძო სახლი, 12 საცხოვრებელი კორპუსი, ექვსი მანქანა, ფოსტის შენობა და სამშენებლო მასალების მაღაზია.
„შვიდი ადამიანი დაშავდა – ოთხ მათგანს ადგილზე სამედიცინო დახმარება გაუწიეს. დილის მონაცემებით, 57 წლის და 74 წლის მამაკაცები საავადმყოფოში საშუალო სიმძიმის მდგომარეობაში იმყოფებიან. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა კიმმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – „ოცნება“ დღეს იმყოფება „ცივი ომის“ ფაზაში, არა მარტო გარე სამყაროსთან, არამედ საკუთარ მოსახლეობასთანაც – იმედის ნაპერწკალს ვიტოვებ, პროცესები მმართველ ძალას მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ურთიერთობა აუცილებელია

ნუგზარ წიკლაური – დღეს ადამიანი წყევლისთვის დაიჭირეს, როცა ასეთი ვითარებაა, „ნეტარ არიან მორწმუნენი“, დავიტოვოთ იმედი, რომ ვინმე რაღაცას შეაგონებს „ქართულ ოცნებას“ – ვიქტორ ყიფიანი იყო ივანიშვილის თანამშრომელი, დავაკვირდეთ, რა პოზიციებს ჩამოაყალიბებს