კახა კალაძემ შეძლო, რომ ამ 8 წლის განმავლობაში ქალაქს მართლაც რეალური ცვლილებები დატყობოდა

თანამდებობაზე ყოფნის ორი ვადა, რომელიც მ, როგორც მერმა იმუშავა, გინდა არ გინდა, რაც არ უნდა თვალი დაიბრმაო, მაინც თვალში საცემი და ხელშესახებია, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, თბილისი ძველი ქალაქია და მას უამრავი ძველი უბანი გააჩნია, აქვს ისეთი პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბდა დედაქალაქში და 90-იანი წლების ნგრევის პერიოდის შემდეგ ყველა ეს პრობლემა კიდევ უფრო მეტად გამრავლდა.
„კახა კალაძემ შეძლო, რომ ამ 8 წლის განმავლობაში ქალაქს მართლაც რეალური ცვლილებები დატყობოდა და ეს გამოიხატება უამრავი მიმართულებით. ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია, თუმცა, რამდენიმე ძირითად გამოვყოფდი. მაგალითად, ეს არის ქალაქში საფუძვლიანი რეაბილიტაციის პროცესები. როდესაც რეაბილიტაცია არა მხოლოდ ასფალტის გაკვრას გულისხმობს, არამედ ხდება ფუნდამენტურად, მიწისქვეშა ყველა კომუნიკაციის შეცვლა. ჩვენ ვხედავთ, რომ რეაბილიტირებული გამზირები მათლაც შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.
ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მწვანე სივრცეების შექმნა. თბილისი ხეობის ქალაქია და ბუნებრივია, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მწვანე სივრეები არსებობდეს. ვხედავთ, უამრავი მწვანე სივრცე იქმნება. თითქმის, მილიონამდე ნარგავია უკვე დარგული.
მნიშვნელოვანია სატრანსპორტო პოლიტიკა. თბილისის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, რთულია მისი განშლადი განვითარება, ის მდინარის გასწვრივ გაშენებული ქალაქია, ფერდობებზე გავრცელებული, აქედან გამომდინარე, სწორედ გააზრებული სატრანსპორტო პოლიტიკის გატარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი და ჩვენ ვნახეთ, რომ დღეს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ევროპულ სტანდარტებთანაა დაახლოებული. მისი მუდმივი განვითარება მიმდინარეობს, როგორც მეტროს, ასევე მიწისზედა ტრანსპორტის განვითარება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, მცირე ჩამონათვალიც კი აჩვენებს, რომ დიდი სამუშაოა შესრულებული და ეს ყველაფერი მყარ საფუძველს აძლევს კახა კალაძეს და გუნდს, რომ ის იქნება თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული და მისი საქმიანობა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო ეფექტურად წარიმართება.