“ფემიციდის შემთხვევაში სასჯელი სიკვდილით დასჯა უნდა იყოს” – თურქეთის პროკურორი

“ფემიციდის შემთხვევაში სასჯელი სიკვდილით დასჯა უნდა იყოს” – ამის შესახებ თურქეთის უზენაესი სასამართლოს მთავარმა პროკურორმა, ბექირ საჰინმა, CNN Turk-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად, სამუდამო პატიმრობა ზოგ შემთხვევებში არასაკმარისია. თურქეთის მთავარი პროკურორი ამბობს, რომ ქალის მკვლელობისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთა არ აბრკოლებს სხვებს იგივე დანაშაული ჩაიდინონ.
თურქეთში სიკვდილით დასჯა პრაქტიკულად არ გამოიყენება 1984 წლიდან. ქვეყანამ ის ოფიციალურად აკრძალა 2004 წელს ევროკავშირში შესვლის ხელშემწყობი რეფორმების ფარგლებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი