ყაზახეთის „ცენტრი – დასავლეთის“ ახალი საავტომობილო მაგისტრალი ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანს მიუერთდება

ყაზახეთის კოსტანაის რეგიონში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი „ცენტრი – დასავლეთის“ საავტომობილო საგზაო დერეფნის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.
მასშტაბური პროექტი ყაზახეთის მთავრობის სტრატეგიული გეგმის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას.
ახალი საავტომობილო დერეფანი ყაზახეთის ცენტრსა და დასავლეთ რეგიონს შორის პირდაპირ სატრანსპორტო კომუნიკაციას უზრუნველყოფს რაც ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე (TITR) მიერთების შესაძლებლობას შექმნის. მშენებლობა მოიცავს 865 კმ სიგრძის 2 ზოლიანი, 8 მეტრი სიგანის, მარშრუტის გასწვრივ განლაგებულ ასტანა – ჟანტეკე – ეგინდიკოლი – არკალიკი – ტორგაი – ირგიზის ავტომაგისტრალს.
ამჟამად, ასტანადან დასავლეთ რეგიონებამდე არსებული ასტანა – ატბასარი – იეშილი – კოსტანაი – ყარაბუტაკი – ირგიზის დერეფნის სიგრძე (სქემაზე ლურჯი კონტურითაა დატანილი) – 1435 კმ ია.
არსანიშნავია, რომ არსებული დერეფანი ქვეყნის ჩრდილოეთით, ს საზღვრის გასწვრივ გადის.
ჟანტეკეს – იეგინდიკოლის – არკალიკის – ტორგაის გავლით ახალი მარშრიტი (მწვანე და წითელი კონტურითაა დატანილი), არსებულ დერეფანს 865 კმ მდე შეამცირებს, რაც ამჟამინდელ ვარიანტთან შედარებით 560 კმ ით ნაკლებია.
პროექტის სრულად განხორციელებისთვის აუცილებელი იქნება ირგიზ – თურგაისა და არკალიკ – ეგინდიკოლის მონაკვეთებს შორის ახალი საავტომობილო მონაკვეთების მშენებლობა, რომელთა ჯამური სიგრძე 434 კმ იქნება. (სქემაზე წითელი კონტურითაა დატანილი). დარჩენილი 431 კმ სიგრძის საავტომობილო მონაკვეთებს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება.
ექსპერტების შეფასებით, ახალი მარშრუტი მნიშვნელოვნად შეამცირებს ტრანსპორტირების ხარჯებს და ტვირთების მიწოდების დროს. მაგალითად, ერთი სატვირთო მანქანა ამ მარშრუტზე 84 ათას ტენგემდე საწვავს დაზოგვას შეძლებს.
ლოჯისტიკური ხარჯების შემცირება გაზრდის ყაზახური საქონლის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზრებზე, განსაკუთრებით ევროპის მიმართულებით ტრანსკასპიური მარშრუტის გავლით.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე ახალი შემოკლებული საავტომობილო დერეფნის „ცენტრი – დასავლეთის“ მიერთება, გააძლიერებს ყაზახეთის, როგორც აზიასა და ევროპას შორის სატრანსპორტო დერეფნის მთავარი რგოლის ფუნქციას.
პროექტირებისა და მშენებლობის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გარემოსდაცვით საკითხებს.
დერეფანი გაივლის საიგაკების მიგრაციის ზონებში, ამ მიზნით გათვალისწინებულია გზის განივი კვეთის ცვლილება, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ბარიერულ წინაღობებს და უზრუნველყოფს ცხოველების მიგრაციას და მათ საავტომობილო მაგისტრალის უსაფრთხო გადაკვეთას.