ზურაბ სიხარულიძე: ექიმები, რომლებიც ემსახურებიან ასეთ ხელისუფლებას – დაფიქრდით, სანამ ადამიანებს გამოკეტავთ ნარკოლოგიურ ციხეებში ან ფსიქიატრიულ სტაციონარებში

ექიმი, ნარკოლოგი, ზურაბ სიხარულიძე:
აი, ეს არის ზუსტად ის მეთოდები, რომლითაც წლებია ებრძვიან ადამიანებს. ფსიქიატრია და ნარკოლოგია არის ერთ-ერთი იარაღი, რომლითაც სისტემატურად ანადგურებდნენ ადამიანებს – ხან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყრიდნენ, ხან უდებენ წამალს.
ასე რომ, მივედით იქამდე, სადაც ეს არის ლოგიკური დასასრული. და ექიმები, რომლებიც ემსახურებიან ასეთ ხელისუფლებას – დაფიქრდით, სანამ ამხელა შეცდომას დაუშვებთ და ასეთ დიაგნოზს ხელს მოაწერთ. დაფიქრდით, სანამ ადამიანებს გამოკეტავთ ნარკოლოგიურ ციხეებში ან ფსიქიატრიულ სტაციონარებში.
ცნობისათვის, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, სასამართლომ კი აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პროკურატურა ამ საკითხის გარკვევას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ცდილობს. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელისა და ადვოკატის, თამარ გაბოძის თქმით, სასამართლომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობით გადაყვანის ნებართვა გასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)

სალომე ზურაბიშვილი: ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევით და აფგან სადიგოვის გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმი უარყოფს საერთაშორისო სამართალს და ადამიანის უფლებებს