საჯარო დაპირისპირების მიუხედავად, მასკი ტრამპს ივნისში 15 მლნ დოლარით დაეხმარა – Politico

არაერთი საჯარო დაპირისპირების მიუხედავად, ილონ მასკი ს ფინანსურ მხარდაჭერას აგრძელებს. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.
წყაროს მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ივნისში, პრეზიდენტის კამპანია Maga-ს მხარდასაჭერად, 5 მლნ დოლარი გადარიცხა.
ამის გარდა, მასკმა რესპუბლიკელების კონგრესის ლიდერობის ფონდსა და სენატის ლიდერობის ფონდს 5-5 მლნ აშშ დოლარი გადასცა.
შესაბამისად, მხოლოდ ივნისის თვეში ილონ მასკი ტრამპის პოლიტიკურ ფიგურასა და მის ინსტიტუტებს ჯამში 15 მლნ აშშ დოლარით დაეხმარა.
აღსანიშნავია, რომ ამ საკითხის გარშემო, არც რაიმე განცხადება გავრცელებულა და არც რომელიმე ოფიციალურ პირს გაუკეთებია კომენტარი.