სომხეთში რკინიგზის, მილსადენების და ელექტროგადამცემი ხაზების მართვა, შესაძლოა, აუთსორსინგით განხორციელდეს

რკინიგზის, მილსადენების და ელექტროგადამცემი ხაზების მართვა, შეიძლება, აუთსორსინგით განხორციელდეს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის პრესმდივნის თქმით, სომხეთს არასდროს განუხილავს და არც განიხილავს თავის ტერიტორიაზე სატრანსპორტო კომუნიკაციების გავლის ისეთ ვარიანტებს, რომლებიც შეუთავსებელია ტერიტორიულ მთლიანობასთან, სუვერენიტეტსა და იურისდიქციასთან.
„ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ფარგლებში სომხეთი არა მხოლოდ განიხილავს რეგიონული სატრანსპორტო კომუნიკაციების ფუნქციონირების სხვადასხვა ფორმულას, არამედ დაინტერესებულია ამ ფორმულებიდან ნებისმიერზე შეთანხმების მიღწევით“, – აღნიშნა ნაზელი ბაღდასარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ