გრიგოლ გეგელია – „ოცნებას“ გერმანიის ელჩის საცხოვრებლიდან და მეტიც, ქვეყნიდან გაძევების კამპანია აქვს, გაურკვეველია რას ეძებენ – ცოტა სასაცილოა გერმანიის ფედერაციის წარმომადგენლობა ვინმეს რამეს არ უკონტრაქტებდეს – კონტრაქტი არსებობს

„ოცნება“ აგრძელებს საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩების წინააღმდეგ კამპანიას, მათ აქვთ გერმანიის ელჩის საცხოვრებლიდან და მეტიც, ქვეყნიდან გაძევების კამპანიაც – გაურკვეველია რას ეძებენ,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი თბილისში მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბინას ქირაობს.
მისი თქმით, ელჩის წინააღმდეგ პრიმიტიული კამპანია მიმდინარეობს და გერმანიის ელჩს სოლიდარობას უცხადებს.
„ოცნება” აგრძელებს საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩების წინააღმდეგ კამპანიას, მათ აქვთ გერმანიის ელჩის საცხოვრებლიდან და მეტიც, ქვეყნიდან გაძევების კამპანიაც – გაურკვეველია რას ეძებენ. კონტრაქტიც არსებობს, ხაზარაძეების ოჯახის და მამუკა ხაზარაძის შექმნილი ბიზნესების მიერ ყოველწლიურად ასობით მილიონი ლარის გადახდილი გადასახადებიც არსებობს და ამ ქვეყანაში სულ არსებობდა და იარსებებს მტრის და მოყვრის გარჩევა.
ცოტა სასაცილოა გერმანიის ფედერაციის წარმომადგენლობა ვინმეს რამეს არ უკონტრაქტებდეს და ისე აფორმებდეს ხელშეკრულებას. აქვე როგორი სასაცილოა თუ პრემიერს ჰგონია, რომ გერმანიის საგარეო პოლიტიკა ქირავნობის ხელშეკრულებით დგინდება და განისაზღვრება.
გერმანიის საგარეო უწყებამ მკაფიოდ თქვა არაერთხელ, რომ ელჩი მის პოლიტიკას სრულად ასახავს საქართველოს და მისი ე.წ ხელისუფლების მიმართ.
პრიმიტიული პროპაგანდაა ელჩის მიმართ, ასეთი ბინძური ბრალდებებით და მინდა მას სრული სოლიდარობა გამოვუცხადო.
მეორეს მხრივ კი, მინდა “ქართულ ოცნებას” მკითხოთ დიღომი შვიდში ვისზე აქვთ სახლები გაქირავებული “ქართული ოცნების” წევრებს და იქნებ იქ არკვიონ ხელშეკრულებით აქვთ გაქირავებული მილიონობით ღირებულების უძრავი ქონებები თუ არა.
კიდევ ერთხელ, ს და მასთან ასოცირებულ კომპანიებს მილიონობით ლარი აქვს ამ ქვეყნის ბიუჯეტში შეტანილი და ეს იცის ყველამ, მათ შორის ყველაზე კარგად „ოცნებამ”, ვინც ბიუჯეტს აკონტროლებს“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ემიგრაციული ორგანიზაციები ნინო დათაშვილზე – ივანიშვილის პრორუსული რეჟიმი, ნაცვლად იმისა, რომ ებრძოდეს სტიგმას, გადასულია უდანაშაულო ადამიანების დაავადებულებად გამოცხადების მავნე პრაქტიკის დაბრუნებაზე და დათაშვილის მაგალითი განგაშისათვის პირველი სიგნალია